საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი იტალიაში, სამთო კურორტზე მომხდარი უბედურების გამო ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-20

ღრმა მწუხარებას გამოვხატავ იტალიაში, აბრუცოს რეგიონში, სამთო კურორტზე მომხდარი უბედურების გამო, სადაც მიწისძვრის შედეგად ჩამოწოლილმა ზვავმა ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულთა შორის არიან ტურისტებიც.

მთელი გულით თანავუგრძნობ ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებს, იტალიელ ხალხს, მთავრობას.
გამოვთქვამ იმედს, რომ დროულად მოხდება დაკარგულთა მოძიება და გადარჩენა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი