საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-21

შეშფოთებას გამოვთქვამ პაკისტანში, ქალაქ პარაჩინარში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო - აფეთქებას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს, პაკისტანელ ხალხს და მთავრობას. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. იმედს ვიტოვებ, რომ ყველა, ვინც ეს სისასტიკე დაგეგმა და განახორციელა, უმკაცრესად აგებს პასუხს.

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი