საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საცხოვრებელი ფართები კიდევ 149 დევნილ ოჯახს გადაეცემა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-24

1

 

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 149 დევნილ ოჯახს გადაეცემა.
დევნილები ბინებს თბილისში, ფოთში, ქუთაისსა და წყალტუბოში მიიღებენ.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართი მუდმივ საკუთრებაში უკვე 13 749 დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური