საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრის სამძიმარი ამოსაბეჭდი ვერსია

2017-01-24

ძალიან დამამწუხრა საქართველოს ნამდვილი მეგობრის, ჩვენი ქვეყნის დიდი ქომაგისა და მეგობრის, ბობ უოლშის გარდაცვალებამ. ის დააკლდება საქართველოს, მას ყოველთვის მოიგონებენ ჩვენთან.
ბობი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაინტერესდა საქართველოთი და მთლიანად მიუძღვნა საკუთარი თავი ჩვენი ქვეყნის განვითარებას. იგი იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან თავისი სიცოცხლის ბოლო დღეებიც კი საქართველოში გაატარა.
ბობ უოლშმა თავისი გავლენა მოახმარა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული კავშირების გაძლიერებას როგორც ვაშინგტონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
სწორად ამ თავდადებისა და ჩემი ქვეყნისთვის გაწეული ასეთი გამორჩეული ღვაწლის გამო მიიღო მან საქართველოს საპატიო მოქალაქის წოდება.
თანავუგრძნობ ბობის ოჯახსა და ახლობლებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი