საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა კანადის ელჩთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-02-06

3

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით ქ. ანკარა) კრისტოფერ კუტერს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, საქართველო-კანადას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ დღის წესრიგზე. კანადის ელჩმა გიორგი კვირიკაშვილს მიულოცა ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რეგიონის უსაფრთხოების საკითხებზე.

ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კანადის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური