საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტის მოხსენებას დაესწრო ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-07

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიურ მოხსენებას დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში შეკრებილ ჟურნალისტებს ხარების დღესასწაული მიულოცა და პრეზიდენტის გამოსვლა შეაფასა.


"ეს იყო ყოველწლიური ტრადიციული გამოსვლა პრეზიდენტის, სადაც მან წარმოადგინა საკუთარი შეხედულებები მიმდინარე მოვლენების შესახებ. შემიძლია გითხრათ, რომ მთელი რიგი მიმართულებებით, როგორც არის სასამართლო სისტემა, ეკონომიკური რეფორმა და დემოკრატიული ინსტიტუციების გაერთიანება ქვეყანაში, არა მხოლოდ ჩვენი აზრით, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობაში ჩვენი მეგობრების აზრით, არის შესამჩნევი პროგრესი. ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ყოფილიყო უფრო მრავლისმომცველი, უფრო ღრმა და უფრო ობიექტური," - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური