საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

მთავრობა „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის სტრატეგიას“ დაამტკიცებს ამოსაბეჭდი ვერსია

2017-04-13

 

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე „ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების კომუნიკაციის 2017-2020 წლების სტრატეგიას" დაამტკიცებს, - დოკუმენტის შესახებ, რომელიც სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით შემუშავდა, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

დოკუმენტი განსაზღვრავს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხებზე სამთავრობო სტრატეგიული კომუნიკაციის პოლიტიკას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური