საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა ბელარუსის ვიცე-პრემიერთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-05-05

1 2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ვასილი ჟარკოს შეხვდა. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითები განიხილეს. გამოითქვა კმაყოფილება საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკის გამო. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის, განათლების, ტურიზმის მიმართულებით არსებულ პოტენციალზე. ხაზი გასვა მაღალი ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მხარეებმა ისაუბრეს C ჰეპატიტთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე- უსასყიდლოდ გადასცეს ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტი „სოვალდი". შეხვედრაზე ითქვა, რომ დღეს საქართველოში, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში, პაციენტთა მკურნალობა შემდეგი თაობის მედიკამენტით- „ჰარვონით" მიმდინარეობს. ამდენად, „სოვალდის" დარჩენილი მარაგი ბელარუსის რესპუბლიკის მოსახლეობის მკურნალობას მოხმარდება. ბელარუსის ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვანი დახმარებისთვის.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში დავით კოტარია დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური