საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

სამუშაო ვახშამი მადლენ ოლბრაიტთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-13

1 2

3 4

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისში ვიზიტით მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სახელმწიფო მდივანს, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარეს, მადლენ ოლბრაიტს სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა.

შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არ არსებობს დიდი ან მცირე სახელმწიფოები და რომ საქართველო, თავისი მცირე ზომის მიუხედავად, უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კუთხით ამერიკის დიდი პარტნიორია.

სამუშაო ვახშამს NDI-ის დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური