საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

„შტადლერი“ საქართველოში ვაგონმწარმოებელი და ვაგონშემკეთებელი ქარხნის აშენების პერსპექტივას განიხილავს ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-30

მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია „შტადლერ რეილ ეი ჯი" (Stadler Rail AG) საქართველოში ვაგონმწარმოებელი და ვაგონშემკეთებელი ქარხნის აშენების პერსპექტივას განიხილავს, -მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, კომპანია საქართველოში ინვესტირების შესაძლებლობებს შეისწავლის, დღეს „შტადლერის" პრეზიდენტი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოაწერენ ხელს.

 „შტადლერ რეილ ეი ჯის" მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების პერსპექტივას პრემიერ-მინისტრი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მსგავსი გადაწყვეტილება ასეთი დონის კომპანიის მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი დასტური იმისა, რომ საქართველოს საინვესტიციო გარემო მიმზიდველია ისეთი მაღალი პროფილისა და რეპუტაციის მქონე კომპანიებისთვის, როგორიცაა „შტადლერ რეილ ეი ჯი".

„მოხარული ვართ, რომ დღეს ვიწყებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური