საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველოში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი ჩატარდება ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-30

2-დან 15 ივლისამდე საქართველო პირველად უმასპინძლებს 19 წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატს, რომელიც თბილისსა და გორში ჩატარდება. საერთაშორისო სპორტული ღონისძიების მნიშვნელობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეაფასა.

„მიხარია, რომ საქართველო უკვე იქცა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ცენტრად. წელს ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ მსოფლიო ჩემპიონატი 20-წლამდელ მორაგბეთა შორის. 2-დან 15 ივლისამდე კი გაიმართება 19 წლამდელთა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი, სადაც ევროპის ქვეყნების 8 გუნდი, მათ შორის ჩვენი 19-წლამდელთა ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. მინდა წარმატება ვუსურვო როგორც ჩემპიონატს, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს.  წარმატებას ვუსურვებ სპორტის სამინისტროს, ფეხბურთის ფედერაციას, რათა ეს ტურნირი იყოს მაღალ დონეზე შეფასებული, როგორც თავად სპორტსმენების, ისე მსოფლიო სპორტული საზოგადოების მიერ. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს საქართველოს, როგორც საინტერესო ქვეყნის წარმოჩენას საერთაშორისო მასშტაბით, პირველ რიგში კი ხელს უწყობს სპორტის განვითარებას და ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ გვაქვს დიდი წარმატებების კასკადი სპორტში საერთაშორისო ასპარეზზე,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური