საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა უნგრეთის ელჩთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-06-30

 

პრემიერ- მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, შანდორ საბოსთან. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და ხაზი გაესვა უნგრეთის მნიშვნელოვან წვლილს აღნიშნულ პროცესებში.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა შანდორ საბოს ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შანდორ საბო საქართველოში მისიას ასრულებს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური