საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მილოცვა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-01

 

საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით კანადის ეროვნულ დღესასწაულს, ბრიტანული ჩრდილოეთ ამერიკის აქტის ხელმოწერის 150-ე წლისთავს ვულოცავ ჩვენს მეგობარ კანადელ ხალხსა და კანადის მთავრობას.

კანადა არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდამჭერი და ჩვენ გამორჩეულად ვაფასებთ ამ თანადგომას.

დარწმუნებული ვარ, კანადასა და საქართველოს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობა, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.
მთელი გულით ვუსურვებ კანადელ ხალხს მშვიდობას, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.


გიორგი გვირიკაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი