საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

შეხვედრა ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციასთან ამოსაბეჭდი ვერსია

2017-07-19

  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. 

მხარეებმა  ორი ქვეყნის ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს. საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით არსებულ შესაძლებლობებს, ასევე, სოფლისმეურნეობის, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის  სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. 

მხარეებმა ისაუბრეს  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს. 

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და  სუვერენიტეტის  მიმართ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური