საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 422 დევნილ ოჯახს  გადაეცემა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-07

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 422 დევნილ ოჯახს  გადაეცემა.

დევნილები საცხოვრებელ სახლებს თბილისში, ქუთაისში, წყალტუბოსა და გორში მიიღებენ.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, 2012 წლიდან მოყოლებული, მუდმივი საცხოვრებლით 15 500-ზე მეტი დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა და რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური