საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტუსკს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-09-18

ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა იმ პროცესს, რაც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაცასთან, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას განაცხადა. 

ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბბინაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობაზე, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.  
მთავრობის მეთაურმა დონალდ ტუსკს დედტალურ ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმების შესახებ, რომლებსაც ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს. 

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ყველა იმ პროცესისადმი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაცასთან. 
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი დაესწრნენ. 
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური