პრემიერ-მინისტრმა ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს მიუსამძიმრა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-09

11 

ძალიან გულდასაწყვეტია ასეთი ადამიანის, ასეთი პოეტის წასვლა ამ ქვეყნიდან. ჯანსუღ ჩარკვიანი მიეკუთვნებოდა იმ პოეტთა პლეადას, რომლებმაც მთელი ეპოქა შექმნეს ჩვენს მწერლობაში, ქართულ პოეზიაში და ნამდვილად, მისი ღონიერი სიტყვა ძალიან დიდხანს დარჩება ქართველი ერის ცნობიერებაში. ძალიან დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელს ქართულ საზოგადოებას.