2017-11-25
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბათუმში სასტუმრო "ლეო გრანდში" მივიდა. მომხდარი ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მას აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ლევან მაისურაძემ მიაწოდა. პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი, რომელიც ბრიუსელიდან თბილისში ბრუნდებოდა ბათუმში სასტუმრო ,,ლეო გრანდში" დატრიალებული ტრაგედიის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური