საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

საქართველოს მთავრობა ბათუმში ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობს - მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე დროშა დაშვებულია ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-27

საქართველოს მთავრობა, მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, სასტუმრო ,,ლეო გრანდში" დატრიალებული ტრაგედიისას გარდაცვლილებს გლოვობს.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
27 ნოემბერი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.