საქართველოს მთავრობა – 2017 წლის სიახლეები

დახვედრის ოფიციალური ცერემონია ამოსაბეჭდი ვერსია

2017-11-29

3

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოლდოვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პაველ ფილიპის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და მოლდოვას სახელმწიფო ჰიმნები. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის და დელეგაციის წევრები წარუდგინეს. მოლდოვას პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიცილური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური