საქართველოს მთავრობა – საქართველოს მთავრობის 2017 წლის სხდომები

2017 წლის 14 დეკემბრის მთავრობის სხდომა ამოსაბეჭდი ვერსია

2017-12-14

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 23 საკითხი განიხილა. დღის წესრიგი

მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 520 დევნილ ოჯახს გადაეცემა. დევნილები ბინებს საკუთრებაში ქუთაისში, ზესტაფონსა და ზუგდიდში მიიღებენ. 2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში 17 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური