საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

Lulu Group-ი საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-01-23

მსხვილი საერთაშორისო კომპანია Lulu Group-ი საქართველოს ბაზარზე შემოსვლას განიხილავს. პოტენციურ საინვესტიციო პროექტებსა და საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და კომპანიის მმართველმა დირექტორმა ედიიბ აჰამედმა დღეს გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.
Lulu Group-ი საქართველოში არსებულ შესაძლებლობებს შეისწავლის, რის შედეგადაც ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილებას მიიღებს.
პრემიერმა კომპანიის მმართველ დირექტორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ხელსაყრელი ბიზნესგარემოს, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ, რომლებიც მიმართულია სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფისკენ.
გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წამყვან პოზიციებზე, რომელიც ყოველწლიურად უმჯობესდება.
მსხვილ საერთაშორისო კომპანია Lulu Group-ს, რომელიც, ძირითადად, ვაჭრობის სფეროთი არის დაინტერესებული, 40 ათასი თანამშრომელი ჰყავს. კომპანიის წლიური ბრუნვა 7 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური