საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

შეხვედრა ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრთან ამოსაბეჭდი ვერსია

2018-01-23

---

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრ საპარ ისაკოვს შეხვდა.
მხარეებმა ორი ქვეყნის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებზე და ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა, განიხილონ ახალი პერსპექტივები და განავითარონ შემდგომი წარმატებული თანამშრომლობა.
ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები და გამოთქვა დაინტერესება, გაიზიაროს წარმატებული რეფორმების გამოცდილება.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური