საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

ლიტვის პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ამოსაბეჭდი ვერსია

2018-01-29

  2

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლიტვის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელისი ეწვია. ლიტველ კოლეგას პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მაღალი რანგის სტუმარს საპატიო ყარაული შეეგება, შესრულდა ლიტვისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები.

დახვედრის საზეიმო ცერემონიის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და საულიუს სკვერნელისი პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური