საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მაღალი რანგის სტუმრების დახვედრის ოფიციალური ცერემონია ამოსაბეჭდი ვერსია

2018-05-26

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მოწვეული სახელმწიფოების მეთაურებისა და მაღალი რანგის სტუმრების პატივსაცემად, დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

სტუმრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ერთად უმასპინძლა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში საპატიო სტუმრებმა ფოტოგამოფენა - ,,დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" დაათვალიერეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური