საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - აჭარაში არსებობს საკითხები, რომლებიც უმოკლეს ვადაში საჭიროებს გამოსწორებას და შესაბამისი დავალებები უკვე გაცემულია  ამოსაბეჭდი ვერსია

2018-06-25

აჭარა კარგად ხვდება ტურისტულ სეზონს, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც უმოკლეს ვადაში მოითხოვს გამოსწორებას. ამის შესახებ დავალებები გაცემულია და ოპერატიულად გადაწყდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აჭარაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, დავალებები ეხება მათ შორის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.

"ჩვენთვის ეკონომიკური აქტივობა და რეფორმები, რომლებიც აჭარაში უნდა განვახორციელოთ, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. აჭარა არის საქართველოს ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და მისი ლოკომოტივი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაზე მეტად უნდა ვხედავდეთ დინამიურ პროცესებს ამ ჩვენს ულამაზეს კუთხეში. აჭარა კარგად ხვდება ტურისტულ სეზონს, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც უმოკლეს ვადაში მოითხოვს გამოსწორებას. ამის შესახებ დავალებები გაცემულია და ოპერატიულად გადაწყდება. დავალებები ეხება იმ საკითხებს, რომლებიც უმოკლეს ვადაში გადაჭრას საჭიროებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის ნაწილში",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური