საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-15

12

101 ხმით 12-ის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა. მთავრობამ ასევე დაამტკიცა სამთავრობო პროგრამა "თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა".

განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, მთავრობის შემადგენლობაში 10 სამინისტრო და 1 სახელმწიფო მინისტრის აპარატია. მინისტრთა კაბინეტს 3 ახალი წევრი ჰყავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გიორგი ქობულია უხელმძღვანელებს, ფინანსთა სამინისტროს - ივანე მაჭავარიანი, ხოლო განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს - მიხეილ ბატიაშვილი.