საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ ამოსაბეჭდი ვერსია

2018-07-26

რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ხელფასები 20-30%-ით გაეზრდებათ, - შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების წარმომადგენლებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა აქვთ და მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

„ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონებში ჯანდაცვის სერვისი მოსახლეობას მივაწოდოთ უფრო მაღალი ხარისხით და ოპერატიულად", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური