საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე ევროპოლში საქართველოს ოფისის გახსნას ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-06

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპოლში საქართველოს ოფისის გახსნას შესაბამის ორგანოებს შორის უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს, - როგორც მამუკა ბახტაძემ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე განაცხადა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობს.

„ვფიქრობ, აღნიშნული ოფისის გახსნა ევროპოლში კიდევ უფრო დაგვეხმარება, მივაღწიოთ იმ სტანდარტებს, რისკენაც ყველა მივისწრაფვით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური