პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტს განათლების რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარების ხედვა გააცნო ამოსაბეჭდი ვერსია

2018-09-21

--

----

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხედვა განათლების სისტემის რეფორმის შესახებ და მსოფლიო ბანკის როლი ქვეყნის ტრანსფორმაციის პროცესში იყო მთავარი სასაუბრო თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ვაშინგტონში გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ განათლების რეფორმა და ადამიანური კაპიტალის განვითარება უმაღლესი დონის პრიორიტეტია და თანხვედრაშია "მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსის" მიმართულებებთან.

აღინიშნა, რომ სწორედ ადამიანური კაპიტალის განვითარება არის მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობა.

პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

ხაზი გაესვა საქართველოს მოწინავე პოზიციებს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მისასალმებელია მსოფლიო ბანკის ჯგუფის კომპანიებში საქართველოს მოქალაქეების საქმიანობა, რაც მათ მნიშვნელოვანი გამოცდილების შეძენისა და სამომავლოდ საკუთარი ქვეყნისთვის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური