საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე: ჩვენ საქართველოს და ჩვენი ეკონომიკის მაქსიმალური კაპიტალიზაციის ყველაზე დიდ შესაძლებლობას სწორედ მწვანე ეკონომიკაში ვხედავთ  ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-03

ჩვენ საქართველოს და ჩვენი ეკონომიკის მაქსიმალური კაპიტალიზაციის ყველაზე დიდ შესაძლებლობას სწორედ მწვანე ეკონომიკაში ვხედავთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესასოციაციის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით ბიზნესწრეების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„ჩვენ დავაანონსეთ ჩვენი პრიორიტეტები მწვანე ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით. აქაც იცით, რომ ამბიციური ორიენტირები ავიღეთ, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ისეთი ორიენტირები, რომელიც ბიზნესს მისცემს საშუალებას და რაც მთავარია, დროს, რომ გადააწყოს თავისი ბიზნეს საქმიანობა ისე, რომ მოიყვანოს სრულ თანხვედრაში გამკაცრებულ მოთხოვნებთან, მაგრამ აქვე მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი პოლიტიკური ხედვა, რომ ჩვენ საქართველოს და ჩვენი ეკონომიკის მაქსიმალური კაპიტალიზაციის ყველაზე დიდ შესაძლებლობას სწორედ მწვანე ეკონომიკაში ვხედავთ და ბუნებრივია, აქ თქვენი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური