პრემიერ-მინისტრმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა ამოსაბეჭდი ვერსია

2018-10-09

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსთან ერთად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა გახსნა, რომელზეც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით არის წარმოდგენილი.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ოფიციალურად სიმბოლურად ჩაქუჩის დარტყმით გაიხსნა.

მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორმა, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰესენის ფედერალური მიწის პრემიერ-მინისტრმა და გერმანელი გამომცემლების ასოციაციის პრეზიდენტმა სტუმრებს სიტყვით მიმართეს.

გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოზე, როგორც უძველესი კულტურის მქონე, დასავლური კურსის მქონე ქვეყანაზე და მის მხარდაჭერაზე, ასევე - მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. სიტყვით გამოსვლისას მაღალი რანგის სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ერთგულება ადამიანის უფლებების ქარტიისადმი, რომელსაც 70 წელი შეუსრულდა, სიტყვებით - I'm on the same page

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური