საქართველოს მთავრობა – 2018 წლის სიახლეები

მიღება ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლების პატივსაცემად  ამოსაბეჭდი ვერსია

2018-11-22

  ..

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის დასასრულს ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო, რომელსაც საქართველოს საელჩომ უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს და საქართველოს მეგობრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ბრიუსელში დღეს გამართული ახალი, უმაღლესი დონის ფორმატის პირველი შეხვედრის მნიშვნელობას. 

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანია და ამ გზაზე დასავლელი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერა ფასდაუდებელია. 

მიღებას ევროკავშირის ინსტიტუტების, ევროკომისიის წარმომადგენლები, ევროპარლამენტარები და დიპლომატები დაესწრნენ. 

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ ქართველი პიანისტის, ანა ყიფიანისთვის, რომელიც განათლების საერთაშორისო ცენტრის ყოფილი სტიპენდიანტია და ლონდონში სწავლობს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური