საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი დავოსში ავღანეთის მთავარ აღმასრულებელს შეხვდა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-01-24

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ავღანეთის ისლამური რესპულიკის მთავარ აღმასრულებელს აბდულა აბდულაჰს შეხვდა.

საუბრისას ყურადღება დაეთმო რეგიონში მიმდინარე პროცესებს და საქართველოს პოზიტიურ როლს.
ავღანეთის მთავარმა აღმასრულებელმა საქართველოს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობისთვის და ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს მაღალი შეფასება მისცა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სატრანსპორტო დერეფნების განვითარებაზე და ხაზი გაუსვეს "ლაპის ლაზულის", როგორც წარმატებული პროექტის როლსა და მნიშვნელობას.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური