საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

ნიდერლანდების სამეფოს პრემიერი საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს, დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, პოზიტიურად აფასებს ამოსაბეჭდი ვერსია

2019-01-24

---

 

ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობის ნაბიჯებს, დემოკრატიული  ტრანსფორმაციისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, პოზიტიურად აფასებს, - ამის შესახებ მარკ რუტემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგზე და ამ კუთხით  ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს.

ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი ასევე დაინტერესდა რეგიონში არსებული ვითარებით და იმ გამოწვევებით, რომელთა წინაშე საქართველო დგას. მარკ რუტემ ქართველ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

მამუკა ბახტაძემ ნიდერლანდების სამეფოს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იგი საქართველოში მიიწვია.

პრემიერ-მინისტრების შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური