2019-04-10
სტრასბურგში სამუშაო ვიზიტით მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქალაქის მერმა უმასპინძლა. როლანდ რიესმა მამუკა ბახტაძეს საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილე მიულოცა და ორგანიზაციის წარმატებული თავმჯდომარეობა უსურვა.
შეხვედრის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა სტრასბურგის მერიის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური