საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - პატრიარქმა თავის ეპისტოლეში ყურადღება გაამახვილა სამშობლოს სიყვარულზე, ურთიერთშენდობაზე, პატრიოტიზმზე - ყველაფერზე იმაზე, რაც ასე ძალინ სჭირდება ქართველ ერს ამოსაბეჭდი ვერსია

2019-04-27

------

-----------------

დღეს პატრიარქმა თავის ეპისტოლეში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სამშობლოს სიყვარულზე, ურთიერთშენდობაზე, პატრიოტიზმზე - ყველაფერზე იმაზე, რაც ასე ძალინ სჭირდება ქართველ ერს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ  სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას, განსაკუთრებით კი საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

"ყველა ქრისტიანს, ყველა მართლმადიდებელს, ჩვენი სამშობლოს ყველა მოქალაქეს მინდა მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. ვუსურვო სიყვარული, ბედნიერება, ურთიერთთანადგომა და ყველაფერი საუკეთესო", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო. სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმსახურებთან ერთად ჩაატარა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური