საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

მამუკა ბახტაძე - ევროკომისიისა და ევროპა ნოსტრას მიერ ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტისათვის ევროპული მემკვიდრეობის პრიზის მინიჭება ძალიან დიდი გამარჯვებაა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-23

ევროკომისიისა და ევროპა ნოსტრას მიერ ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტისათვის ევროპული მემკვიდრეობის პრიზის მინიჭება ძალიან დიდი გამარჯვებაა, - ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე წლის წინ სოფელი მუცო  განადგურების პირას იყო და შესაძლებელი გახდა ამ უნიკალური საგანძურის შენარჩუნება.

„მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს" მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ ჩვენ ევროპელებს ვაჩვენეთ, რომ საქართველოში არის უნიკალური, ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, სოფელი მუცო. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მუცოს გადარჩენაში თავისი წვლილი შეიტანა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური