საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგო ამოსაბეჭდი ვერსია

2019-05-26

---

მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის პანთეონში განაცხადა, სადაც, მერაბ კოსტავას 80 წლისთავთან დაკავშირებით, მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

მთავრობის მეთაურმა, ასევე, სრულიად საქართველოს მიულოცა 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

„დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, დიდი იდეა, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მოგვიტანა. მერაბ კოსტავა არის მაგალითი, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს და როგორ უნდა იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის. ქედს ვიხრი მისი ნათელი ხსოვნის წინაშე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური