საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრი თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს ამოსაბეჭდი ვერსია

2019-07-27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თუშეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.

"უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ თუშეთში დღეს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა.

ამ მძიმე წუთებში თანადგომას და სამძიმარს ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ",- ნათქვამია პრემიერის სამძიმარში.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური