საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა ხელოვნების სასახლეში ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-10-29

---

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელოვნების სასახლეში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი უნიკალური მასალის გამოფენა დაათვალიერა, რომელიც ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილეს ეძღვნება.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ხელოვნების სასახლეში დაცული უნიკალური ვიდეო, აუდიო და საარქივო დოკუმენტები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ბევრ საინტერესო ისტორიას მოიცავს.
პირველად გამოიფინა 1989-1992 წლების საქართველოს პოლიტიკური ვითარების ამსახველი „ვაშინგტონ პოსტის" საკუთრებაში არსებული უნიკალური ფოტო და საარქივო დოკუმენტები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური