საქართველოს მთავრობა – 2019 წლის სიახლეები

პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტი შეაჯამა ამოსაბეჭდი ვერსია

2019-11-01

დავგეგმეთ და განვიხილეთ შესაძლებლობა ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.
 
გიორგი გახარიას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მთავრობის კონცენტრირებული მუშაობა, განსაკუთრებით  კოლეგებთან ეკონომიკურ სფეროში, ეკონომიკური პროფილის მინისტრებთან და სამინისტროებთან.

„ჩვენ დავგეგმეთ, განვიხილეთ შესაძლებლობა ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგების და ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედებები და ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს დღეებში გადაიდგმება, ეს გახლავთ ეკონომიკური კომისია, რომელშიც ჩვენი მთავრობა  ნოემბრის ბოლოს მიიღებს მონაწილეობას. ასევე, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, სტრატეგიული საბჭო, რომლის მოქმედებაც გარკვეული პაუზის შემდგომ აღდგება.  ასევე მინდა გითხრათ, რომ თურქეთის პრეზიდენტი ჩემი მოწვევის შემდგომ დაგვთანხმდა, ამ გაზაფხულს ეწვიოს საქართველოს, თბილისს", - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური