საქართველოს მთავრობა – 2020 წლის სიახლეები

გიორგი გახარია - ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზების, ბიზნესისთვის შეთავაზების დამატებით 100 პროექტს ამოსაბეჭდი ვერსია

2020-01-30

ეკონომიკის სამინისტრო უახლოეს პერიოდში გამოიტანს  დამატებით 100 პროექტს, რომელიც ნიშნავს სასარგებლო წიაღისეულის რესურსების პრივატიზებას, ბიზნესისთვის შეთავაზებას, რომელიც მისცემს საშუალებას ქვეყნის ეკონომიკას,  უახლოესი წლების განმავლობაში დამატებით, დაახლოებით 120 მილიონი ინვესტირების ბაზისი შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ კერძო სექტორი არის ეკონომიკის განვითარებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა.

„ინიციატივასთან - „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ერთად, ეკონომიკის სამინისტროში დაიბადა ძალიან კარგი, ახალი იდეა, რომელიც აძლიერებს ამ მიმართულებას. ეს გახლავთ იგივე მიდგომა სასარგებლო წიაღისეულის მიმართ, როგორც კიდევ 100 დამატებითი საინვესტიციო პროექტის შეთავაზება ბიზნესისთვის. მოგეხსენებათ, რომ ბუნებრივი რესურსების მართვა ეს არის ერთ-ერთი ჩვენი პრიორიტეტი. ბუნებრივი რესურსების მართვის მიმართულებით დღეს სახელმწიფო ახორციელებს რამდენიმე ძალიან სერიოზულ რეფორმას, რომლის ძირითადი მიზანი გახლავთ სასარგებლო წიაღისეულის ეფექტური მართვა და ასევე, ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისი დაცვა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური