საქართველოს მთავრობა – 2021 წლის სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი პროგნოზით, წელს, ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%, ხოლო მშპ-ის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მილიარდი ლარი ამოსაბეჭდი ვერსია

2021-07-05

წლევანდელი პროგნოზი შეგვეცვალა და წელს, ჩვენი პროგნოზით, ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მილიარდი იქნება.  

„როდესაც 4 თვის წინ დავიწყეთ ეკონომიკის გახსნა და რეგულაციების მოხსნა, ამან საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გააჩინა ბიზნესში და ზოგადად, ქვეყანაში. ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა 45%-ის ფარგლებში. მაისში გვქონდა 25%-იანი ზრდა, რამაც განაპირობა ის, რომ წლევანდელი პროგნოზი შეგვეცვალა და წელს, ჩვენი პროგნოზით, რომელიც ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა, ეკონომიკის ზრდა იქნება 7,7%, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57,2 მილიარდი ლარი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური