საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2023 წლის ვიზიტები და შეხვედრები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ ვახშამზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის - ემანუელ მაკრონისა და მისი მეუღლის - ბრიჯიტ მაკრონის სახელით გამართულ ვახშამზე იმყოფებოდა.

ვახშამი „პარიზის მშვიდობის ფორუმის" მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობის მეთაურების პატივსაცემად ელისეს სასახლეში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური