2005 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
5 ოქტომბერს ანკარაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვდა თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯებ თაიფ ერდოღანს. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ამავე დღეს სასტუმრო "Sheraton”-ში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს ნავთობის ეროვნულ კომპანიასა და თურქეთის რესპუბლიკის სახლმწიფო ნავთობკომპანიებს შორის.
6 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ აჰმედ ნეჯდეთ სეზერს. ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველოს დელეგაციის შეხვედრები თურქეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან – საგარეო საქმეთა მინისტრთან ბატონ აბდულ გიულთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან ბატონ ბიულენთ არინჩთან.
სტამბულში გაიმართა საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა ქოჩის უნივერსიტეტში.
7 ოქტომბერს სასტუმრო "Ceylan International”-ში გაიხნა საქართველო-თურქეთის ბიზნესფორუმი. შედგა ქართული ღვინის დეგუსტაცია. ქალაქ ერზრუმში საქართველოს დელეგაციამ კულტურული ძეგლები დაათვალიერა.
საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი