საქართველოს მთავრობა – საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2005 წლის ვიზიტები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამ­ერიკის შეერთებულ შტატებში

2005 წლის 19-26 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მი­ნი­ს­ტ­რი ზურაბ ნოღაიდელი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შე­ე­რ­თე­ბ­ულ შტატებში იმყოფებოდა.

20 ოქტომბერს ჩიკაგოში გაიმართა საქართველო-ამერიკის ბი­ზ­ნესსაბჭოს სხდომა. სხდომაში მონაწილეობდნენ: ცნობილი ექ­ს­პე­რ­ტე­ბი, ბიზნესმენები, ამერიკის ადმინისტრაციის წარ­მო­მა­დ­გე­ნ­ლე­ბი. სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მი­ნი­ს­ტ­რ­მა მიმოიხილა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და მოუწოდა ამერიკელ ბი­ზ­ნე­ს­მე­ნ­ებს საქართველოში ინვესტიციების უფრო თამამი განხორციელებისაკენ.

21 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ვიზიტი ვაშინგტონში განაგრძო. ვიზიტის ფა­რ­გ­ლე­ბ­ში გაიმართა შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მინისტრ სე­მუელ ბოდმანთან, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ პოლ ვულფოვიცთან, საერთაშორისო სა­ვა­ლუ­ტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ტაკატოში კატოსთან. განიხილებოდა სა­ე­რ­თა­შო­რი­სო საფინანსო ცენტრების შემდგომი მხარდაჭერის საკითხები, განსაკუთრებით ენ­ე­რ­გე­ტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეული იყო "ათასწლეულის გამოწვევის” კო­რ­პო­რა­ცი­ა­ში, რომელმაც საქართველოს მხარდასაჭერად 300 მილიონი დოლარი გამოყო. შე­ხ­ვე­დ­რი­ს­ას აღინიშნა ამ პროგრამის უდიდესი მნიშვნელობა, განსაკუთრებით კი სა­ქა­რ­თ­ვე­ლ­ოს რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.

24 ოქტომბერს გაიმართა  შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან. კონდოლიზა რაისმა, ისევე როგორც მოგვიანებით ამერიკის შეეთებული შტატების თავდაცვის მდივანმა და ეროვნული უშიშროების საკითხებში პრე­ზი­დე­ნ­ტის მრ­ჩე­ვე­ლ­მა, ადმინისტრაციის სახელით მხარი დაუჭირა საქართველოს პრე­ზი­დ­ე­ნ­ტ­ის სამშვიდობო "გზამკვლევს” სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მო­გ­ვა­რე­ბ­ი­სათვის.

ვაშინგტონში ზურაბ ნოღაიდელი შეხვდა სენატორებს: ჯონ მაკკეინს, სემ ბრაუმბეკს, რი­ჩ­არდ ლუგარს, რობერტ ბენეტს, ჰარი რეიდს, ჩაკ ჰეიგელს, ჰილარი კლინტონს და სხ­ვ­ებს.

მნიშვნელოვანი იყო ზურაბ ნოღაიდელის გამოსვლები მრავალრიცხოვანი აუ­დი­ტო­რი­ის წინაშე "მეტროპოლიტენ ქლაბში”, "ბრუკინგის ინსტიტუტსა” და სა­ე­რ­თა­შო­რი­სო სწ­ა­ვ­ლებათა ინსტიტუტში.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი