საქართველოს პრემიერ-მინისტრი დსთ-ს წევრი ქვე­ყ­ნე­ბ­ის მთავრობათა მეთაურების საბჭოს სხდომ

2005 წლის 24-26 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინის­ტ­რი ზურაბ ნოღაიდელი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში იმ­ყო­ფ­ე­ბო­და.

ვიზიტის პირველ დღეს პრემიერ-მინისტრი ქართულ დე­ლე­გა­ცი­ა­ს­თან ერთად შეხვდა კომპანია "Газпром”-ის მმართველთა სა­ბ­ჭ­ოს თავმჯდომარეს ალექსი მილერს. ამავე დღეს შედგა სა­ქა­რ­თ­ვე­ლ­ოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის შეხვედრა კო­მ­პა­ნია "РАО ЕЭС”-ის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან ანდრეი რაპაპორტთან. მო­გ­ვი­ა­ნე­ბ­ით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ინტერვიუ მისცა სააგენტო "Эхо Москвы”-ს და გა­ზეთ "Financial Times”-ს.

25 ნოემბერს ზურაბ ნოღაიდელი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სა­მი­ნი­ს­ტ­რო­ში შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.

"პრეზიდენტ ოტელი”-ს დიდ დარბაზში ჩატარდა დსთ-ს წევრი ქვეყნების მთა­ვ­რო­ბა­თა მე­თა­უ­რე­ბ­ის საბჭოს სხდომა. აქვე გაიმართა დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია, რის შემდეგაც მოეწყო პრესკონფერენცია.

26 ნოემბერს ყაზახეთის რესპუბლიკის საელჩოში შედგა ზურაბ ნოღაიდელისა და ყა­ზა­ხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დანიელ ახმეტოვის სამუშაოსაუზმე.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის პრესცენტრი