საქართველოს მთავრობა – ანონსები

დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენების რეგიონული ტური ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-11

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, 11-დან 22 მაისამდე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით  აწყობს გამოფენების რეგიონულ ტურს საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმში, ოზურგეთში, ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისში, გორში, ახალქალაქში, თელავსა და  მარნეულში.

გამოფენებზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები: საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, 1918-1921 წლებში დაწესებული პირველი ქართული ჯილდო (მედალი) თამარ მეფის ორდენი, 1918 წელს ჩატარებული პირველი არჩევნების ამსახველი მასალები, 1921 წლის 26 თებერვალს გამოცემული საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ნოე ჟორდანიას პირადი ნივთები, პრესაში 26 მაისთან დაკავშირებით გამოქვეყნებული მასალები და სხვა ექსპონატებს შორის არის ისეთი ნივთები, რომლებიც საზოგადოებას ჯერ არ უნახავს.

ფოტოალბომი

 

2  3

4   5