საქართველოს მთავრობა – ანონსები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 17 მაისს სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა ამოსაბეჭდი ვერსია

2016-05-16

საქართველოს პრემიერ-მინისტრი 17 მაისს სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს ტრანს-ადრიატიკის მილსადენის (TAP) პროექტის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში, რომელიც თესალონიკში გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასსთან.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.